რეფლექსია

პირველი დღე



დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის იყო საკმაოდ საინტერესო,რომელიც შესაძლებლობას მომცემს საგაკვეთილო პროცესი იყის საინტერესო მოსწავლისათვის.განსაკუთრებიტ
გამოვყოფდი პორტფოლიოს შექმნას,სადაც ვატავსებთ სხვადასხვა დოკუმენტებს..დიდი მადლობა. ტრენერს.



მეორე დღე


დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა.გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოს.პუბლიკაციის დაგეგმვას.პროექტზე დაფუძნებულ სწავლის კვლევას. შევქმენით ბუკლეტი მისი დი,ზაინი. ამ ყველაფერს გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებთან და მშობლებთან პრაქტიკაში.საინტერესო იყო პროექტების ნიმუშების ნახვა.დღემ ჩაიარა წარმატებულად.


მესამე დღე

დღემ ჩაიარა წარმატებით.გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმას და შევუსაბამეთ პროექტის თემას ეროვნული სტანდარტი.გავიაზრეთ პროექტის მიზანი და დავწერეთ პროექტის საკვანძო კითხვები.კითხვები იყო ზოგადი თემატური და შინაარსობრივი.მოგვცა საშინაო დავალებად საპროექტო იდეების ზოგადი კითხვების და საკვანძო კითხვების დამუშავება.

მეოთხე დღე

ტრენინგის დღევანდელი დღე იყო კიდევ უფრო საინტერესო თუმცა ცოტა რაღაცეები ბუნდოვანი დამრჩა, მაგრამ ტრენერმა კარგად ამიხსნა რისთვისაც მადლობას ვუხდი.კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ კომპიუტერთან მუშაობა კიდევ უფრო საინტერესოა ჩემთვის.

მეხუთე დღე.

დღეს ცოტა დავიღალე.ძალიან ცხელა.კარგად გავიგე სასწავლო რესურსებში ინფორმაციის გადატანა ინტერნეტიდან.შევასრულეთ საიტზე საავტორო უფლებების ტესტი

მეექვსე დღე

დღემ ჩაიარა მშვიდად ვიმუშავეთ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები  ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი  დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

მეშვიდე დღე

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები, ვნახეთ  დიფერენცირებული სწავლების მეთოდები.dდიდი მადლობა ტრენერს და ჯგუფს.


მერვე დღე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.დღეს  გავეცანით ფასილიტაციას დატექნოლოგიებს.განვიხილეთ არსებული თემის ირგვლივ  მომზადებულ ჩეკლისტებს,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც გვეხმარება გაწეული სამუშაოს  შესრულებაში. მომზადებული ჩეკლისტები განვათავსეთ პორტფოლიოს შესაბამის ფაილში.


მეცხრე დღე


 დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგი იყო.კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ რა მნიშვნელოვანია აღნიშნული ტრენინგ კურსი მოქმედი მასწავლებლებისათვის,განსაკუთრებით გამაოცა ტრენერის ცოდნამ და ენერგიამ, რაც დასაფასებელია, რისთვიცაც დიდ მადლობას ვუხდი მას.

Comments